მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა „ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის - ირინე წაქაძის განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ - ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ. ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან, 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადაც, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახებს, რომ მიიღონ ფინანსური დახმარება უფრო სწრაფად.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს და 2028 წლამდე გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ბანკის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი