მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა
ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა

იმედი|imedinews.ge

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის თითოეული პაციენტის ჯანმრთელობა და საუკეთესო ინტერესების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება. მხოლოდ და სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს უწყება მოცემულ შემთხვევაშიც.

პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი დარგების წამყვან სპეციალისტებთან. ასევე, შეიკრიბა შესაბამისი კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი კლინიცისტები და ყველა შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი, რის საჭიროებაც ამ დრომდე გამოიკვეთა. სამინისტროს მხრიდან ითქვა იმის შესახებაც, რომ მომავალში, ნებისმიერი მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობა.

კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში არსებობს და სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, მათ შორის პროფესიული შესაძლებლობები, რათა პაციენტს საერთაშორისო კლინიკური პროტოკოლებისა და გაიდლაინების სრული დაცვით ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, მათ შორის - ქირურგიული ჩარევა საჭიროებისამებრ, ასევე - ყველა სხვა მხარდამჭერი მანიპულაცია. ამასთან, საუბარია არც თუ რთულ სამედიცინო პროცედურებზე, რომლის მსგავსიც ყოველდღიურად ტარდება, მაღალ დონეზე, საქართველოს არაერთ კლინიკაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონსილიუმის შეფასებით, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს მოქმედებას მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების, პროფესიული სამედიცინო შეფასებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმი"BM.GE
  • ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი