მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების „N1 ცვლილება“ განიხილეს, რომელიც ჩარჩო შეთანხმების ვადის 9 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ განმარტა, 2023 წელს პირველ ტრანშად 50 მილიონი ევრო გააქტიურდა, ხოლო დარჩენილი 50 მილიონი ევროს ათვისების ვადა 2025 წლის 15 ნოემბერს ამოიწურა, რის გამოც ხელშეკრულებაში ცვლილება შედის და ვადა 2026 წლის 15 აგვისტომდე ხანგრძლივდება.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა.

ოქმს ხელი 2026 წლის 22 აპრილს მოეწერა და იგი 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების განახლებას წარმოადგენს. მისი მიზანი შეთანხმებაში არსებული გარკვეული ზოგადი დებულებების კონკრეტიზაცია და ახალი მიმართულებების დამატებაა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა და ქართველ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე ჰქონოდათ წვდომა.

„წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა, თანამშრომლობის არსებული მიმართულებების უფრო მეტად დაკონკრეტება და ახალი სფეროების დამატებაა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი