მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯეი დი ვენსი: ჩვენი მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სრუტე უფასო ტრანზიტისთვის გაიხსნება და სწორედ ამ ტიპის საკითხებს გადავწყვეტთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე
ჯეი დი ვენსი: ჩვენი მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სრუტე უფასო ტრანზიტისთვის გაიხსნება და სწორედ ამ ტიპის საკითხებს გადავწყვეტთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე

ჯეი დი ვენსი: ჩვენი მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სრუტე უფასო ტრანზიტისთვის გაიხსნება და სწორედ ამ ტიპის საკითხებს გადავწყვეტთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მუდმივად, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ხელახალი გახსნის საკითხი შემდგომ „ტექნიკურ მოლაპარაკებებზე“ განიხილება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს თემა ჯერ კიდევ ბოლომდე მოგვარებული არ არის.

„ჩვენი მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სრუტე უფასო ტრანზიტისთვის გაიხსნება და სწორედ ამ ტიპის საკითხებს გადავწყვეტთ ამ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე“, - განუცხადა ვენსმა CNBC-ის.

„კიდევ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია გასარკვევი, რის გამოც რეალურად დავსხდებით მაგიდასთან, ერთად ვიმსჯელებთ და ამ დეტალებზე წინსვლის გზას გამოვნახავთ“, - აღნიშნა მან.

CNN-ის ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები მიანიშნებენ, რომ ქვეყანა დათანხმდა სრუტეში თავისუფალ ტრანზიტს 60 დღის განმავლობაში, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ გადასახადის აღდგენას გეგმავს.

ვენსის თქმით, ირანისთვის მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნების შეთავაზება ამ შეთანხმების ფარგლებში „ზემოქმედების ბერკეტია“, რაც თეირანისთვის სტიმული იქნება, რათა შეასრულოს თავისი ვალდებულება ბირთვული იარაღის არშეძენისა თუ არგამომუშავების შესახებ.

„ჩვენ ირანელებს ვეუბნებით: თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა სანქციებისგან თავისუფალ ეკონომიკაზე, შეგიძლიათ კვლავ ჩაერთოთ მსოფლიო ეკონომიკაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეასრულებთ ამ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ასე რომ, ეს არის ბერკეტი და, ამავდროულად, მათი ბირთვული პროგრამის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს“, - განაცხადა ვენსმა.

„არჩევანი, რომელიც ირანელებმა უნდა გააკეთონ, შემდეგია: სურთ თუ არა მათ მსოფლიო ეკონომიკაზე წვდომა? თუ კი, მაშინ მათ მოუწევთ უარი თქვან თავიანთ გრძელვადიან ბირთვულ ამბიციებზე“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი