მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჟენევაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
ჟენევაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ჟენევაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ გააცნეს.

ღონისძიებას ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე დაესწრო.

„ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციაში. აღნიშნულ ბაზარზე მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მიზნად ისახავს ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებასა და ბაზრების დივერსიფიცირების პროცესის ხელშეწყობას“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი