მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯეფრი საქსი: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენს შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
ჯეფრი საქსი: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენს შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ჯეფრი საქსი: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენს შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

იმედი|imedinews.ge

ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენს შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, „ნათელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა. უსაფრთხოების ძველი არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამჟამინდელ საერთაშორისო ურთიერთობებს და საქართველოს ძალისხმევას განავითაროს მრავალვექტორული დიპლომატია? ვიცით, რომ შეხვდით პრემიერ-მინისტრს და გქონდათ შესაძლებლობა განგეხილათ მმართველი პარტიის ხედვა“.

ჯეფრი საქსის თქმით, ფიქრობს, რომ ცვალებად მოცემულობაში ვართ, არამარტო უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზით.

„უსაფრთხოების არქიტექტურა ამ ძალიან რთულ რეგიონში, თავიდან არის ჩამოსაყალიბებელი. ერთ დროს, 20 წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა გეგმა, რომელიც გულისხმობდა ნატო-ს გაფართოებას, ნატო გაფართოვდებოდა უკრაინაში, საქართველოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნდათ, რომ ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებდნენ. ყველა ეს მოსაზრება მცდარია და გეტყვით რატომ. პირველ რიგში, რუსეთმა განაცხადა უარი უკრაინასა და საქართველოში ნატო-ს გაფართოებაზე. სიმართლე გითხრათ ეს გასაგებია, შეიძლება არა იმდენად უკრაინის და საქართველოს თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთის გადმოსახედიდან ეს ნათელია, ვინაიდან თუ რუსეთი ერთ დღეს გამოაცხადებს, რომ მექსიკაში საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსებას აპირებს, გნებავთ კანადაში, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გაბრაზდება. მათ არ სურთ რუსული სამხედრო ბაზები ამერიკის შეერთებული შტატების სიახლოვეს. მე მჯერა, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს ამერიკული სამხედრო ალიანსები რუსეთის სიახლოვეს, რადგან მეტად საშიშია დიდ ძალებს შორის ასეთი დაპირისპირება. ამავე დროს, გვაქვს კიდევ ერთი დიდი ცვლილება, 20 წლის წინ, უმრავლესობას, ყოველ შემთხვევაში ამერიკელ ლიდერებს, მიაჩნდათ რომ ყოვლისშემძლე იყვნენ, რომ ერთადერთი სუპერსახელმწიფო იყვნენ, რომ რუსეთი დასუსტებული იყო, ხოლო ჩინეთს მართალია დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავდა, მაგრამ არცთუ ისეთი ძლიერი იყო. დღეს ასე ფიქრი აღარავის შეუძლია. საინტერესოა ამჟამინდელი მოცემულობა რას გვეუბნება, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს რომ დიდი ძალები ერთმანეთს პირდაპირ არ დაუპირისპირდნენ“, - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

მისივე თქმით, ამგვარი არქიტექტურა ამჟამად არ არსებობს, უკრაინაში ომი ისევ მეტად საშიშია.

„ჩემი აზრით უკრაინაში მიმდინარე ომი საშიშია, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკან დახევა სურს, ევროპელები აცხადებენ, რომ უკრაინას ბოლომდე დაიცავენ. რიტორიკა, ესკალაცია რუსეთსა და ევროპას შორის საშიშ ხარისხს იძენს. ვითარება მეტად დაძაბულია ვინაიდან ბრიტანული, ფრანგული და გერმანული მხარდაჭერით, უკრაინა სამხედრო დრონებს მოსკოვს უმიზნებს. ეს დიდ გაღიზიანებას იწვევს. ზელენსკი უფრო და უფრო უმატებს ესკალაციას საკუთარი რიტორიკით და რუსეთი საპასუხოდ ძალიან ძლიერად დაარტყამს. მე მაშინებს ევროპის მიერ გამოყენებული ესკალაციის ენა. მიმაჩნია რომ ეს რეალობას არის აცდენილი, ისევე როგორც ამერიკული თვალსაზრისი, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლიათ. რუსეთი ისე არ ჩამოიქცევა, როგორც ევროპელ ლიდერებს ჰგონიათ. მიმაჩნია, რომ საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და საუბარი. ეს ეხება როგორც ევროპასა და რუსეთს, რომელთა შორის დიპლომატია გამქრალია. და ეს ასევე ეხება თქვენს რეგიონს, ბევრისთვის საყვარელ და ძალიან რთულ რეგიონს. დიპლომატია აუცილებელია სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის უსაფრთხოებისთვის. მიმაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანება ძალიან ცუდი იდეაა, მეტად პროვოკაციული. აუცილებელია განსხვავებული უსაფრთხოების არქიტექტურის მოძიება. ისეთის, რომელიც გამორიცხავს დიდ ძალებს შორის დაპირისპირებას რეგიონში, ისეთი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც არ მოიცავს ამერიკული ან რუსული მხარის არჩევას და საპირისპირო მხარესთან დაპირისპირებას. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს შესანიშნავად ესმის. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენს შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ მარტივი მოცემულობა, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ გამოწვევების აღმოფხვრა ჯადოსნური გზით არ მოხდება, ევროპა ვერავის გადაარჩენს, ვერც ამერიკის შეერთებული შტატები იხსნის ვითარებას. ეს მოგვარდება მხოლოდ რეგიონში მდებარე სახელმწიფოებს, საქართველოს, აზერბაიჯანსა, სომხეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებით, შესაბამისი გამოსავლის მოძიებით. თავისთავად, სხვა დიდი მეზობელი სახელმწიფოების მონაწილეობით - ირანის და თურქეთის. სწორედ ეს გახლავთ მიდგომა რომელსაც მე დავუჭერდი მხარს“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

იმედი

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი