
ჯერემი კლარკსონმა გაამხილა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ტელეწამყვანმა ჯერემი კლარკსონმა თავისი შოუს, „კლარკსონის ფერმის“ ერთ-ერთ ეპიზოდში გამოაცხადა, რომ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
66 წლის კლარკსონმა დიაგნოზის შესახებ შოუს მუდმივ მონაწილეებს - კალებ კუპერსა და ჩარლი აირლენდს უამბო. კლარკსონს არ დაუკონკრეტებია, კიბოს რა სახეობაზეა საუბარი, თუმცა დაავადება აღწერა როგორც „აგრესიული“ და აღნიშნა, რომ მკურნალობის ფარგლებში პროსტატის ნაწილი მოჰკვეთეს. „გასულ კვირას მცირე ხნით გავუჩინარდი. ბიოფსია გამიკეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს კიბოა. ის აგრესიულია, მაგრამ ძალიან ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი“, - თქვა მან.
კლარკსონმა დასძინა, რომ დიაგნოზის შესახებ მაისიდან იცის. „გპირდებით, ყველაფერი კარგად მექნება“, - თქვა მან. შოუს ორი ფინალური ეპიზოდის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, კლარკსონმა Instagram-ზე გამომწერები გააფრთხილა, რომ მათი ყურება მძიმე იქნებოდა.
„კლარკსონის ფერმის“ მეხუთე სეზონის ფინალური ეპიზოდები 16 ივნისს, პლატფორმაზე Amazon Prime Videoგამოვიდა.
ჯერემი კლარკსონი 2015 წლამდე პოპულარული საავტომობილო შოუს, Top Gear-ის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი იყო. კლარკსონს გადაცემა 2002 წლიდან რიჩარდ ჰამონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად მიჰყავდა. შოუს ფარგლებში ტრიო საქართველოსაც ესტუმრა. პროდიუსერთან კონფლიქტის შემდეგ კლარკსონი გაათავისუფლეს. ჰამონდი და მეი გადაცემიდან მასთან ერთად წავიდნენ და ახალი შოუს - The Grand Tour-ის წამყვანები გახდნენ.
იმედი
