
კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს
იმედი|imedinews.ge
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს.
მისთვის თბილისი მუდმივი თავგადასავალი იყო, რომლის ქუჩებშიც დაუღალავად მოგზაურობდა და ფოტო კადრებში აღბეჭდავდა თბილისის მაჯისცემას.
ვიზიარებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge