მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის
კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის

კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის

იმედი|imedinews.ge

ჩვენი პასუხი კრიტიკაზე, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ სტატიას, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებს და ქართული ხელისუფლების კრიტიკას ეხება, კახა კალაძის თქმით, კარგად იცის, როგორ იმართება ეს ყველაფერი.

„მე საერთოდ არ მაინტერესებს მათი შეფასებები, რადგან მეც და ქართველი ხალხის უმრავლესობამაც ძალიან კარგად ვიცით, როგორ იმართება ეს ყველაფერი. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ეს ნაწილია, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ქვეყანა წინ მიდის. ცხადია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუშინდებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კეთილდღეობა უფრო მეტად იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ხინკლამდე და ღვინომდე დაყვანილი ეროვნული ღირსების საქმე - როგორ შეფასდა კალაძის რუსულენოვანი ინტერვიუტვ პირველი
  • გვინდა, სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართამდე მონაკვეთი მოწესრიგდეს - კახა კალაძეBM.GE
  • კალაძე: თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. სამარცხვინოა ეს ყველაფერიფორმულა
  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
კალაძე →

მსგავსი სტატიები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება

იმედი

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო  პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

იმედი

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს კულტურის მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია. მისი განცხადებით დასტურდება, რომ „ნაცი“ „ნაცობას“ არასდროს მოიშლის