მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა
კახეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კახეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება. პროგრამის შესაძლებლობებისა და პირობების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფერმერების ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარებს“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ გოზალიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და იმ მიმართულებების შესახებ, რომელთა მხარდაჭერაც 2026 წლის 1 ივლისიდან გახდება შესაძლებელი.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების, სასათბურე მეურნეობების მოწყობის, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნისა და განვითარების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსება. ასევე, ფერმერები და მეწარმეები ისარგებლებენ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტით, სასაკლაოების მოწყობისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.

სახელმწიფო თანადაფინანსება პროექტის ღირებულების 50 პროცენტამდეა განსაზღვრული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, მაღალმთიან დასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტებისთვის დამატებით 5%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი