მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა
კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა

კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ტორონტოში გამართული B ჯგუფის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში ბოსნიელებმა გახსნეს. გოლი იოვო ლუკიჩმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ბურთი აღმოჩნდა ნაკრებში ჩატარებულ ოთხ მატჩში. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა თამაშის მიწურულს, 78-ე წუთზე შეძლეს. თავი კაილ ლარინმა გამოიჩინა, რომელმაც მოედანზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ, ბურთთან პირველივე შეხებით შეძლო მეტოქის კარის აღება.

ეს არის კანადის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მოპოვებული პირველი ქულა. აქამდე კანადელებმა 1986 და 2022 წლების მუნდიალებზე იასპარეზეს, სადაც გამართული ექვსივე მატჩი წაგებით დაასრულეს.

მომდევნო ტურის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. კანადის ნაკრები ვანკუვერში კატარს უმასპინძლებს, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა აშშ-ის ქალაქ ინგლვუდში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული ფაქტითაა გამორჩეული - ტურნირი პირველად ტარდება 48 ეროვნული ნაკრების მონაწილეობით და მას ერთდროულად სამი ქვეყანა მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი