
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ქართულ დიასპორასთან გამართა. მათ ტორონტოში არსებული ქართული სკოლა და მართლმადიდებლური ეკლესია მოინახულეს.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ ქართველ ემიგრანტებს და მათი პრობლემები და საჭიროებები განიხილეს.
„უამრავი ქართველი დაგვხვდა, გვქონდა საუბრები ჩვენ სამშობლოზე, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ. მიხარია, რომაქ, საკვირაო სკოლებში ქართული სული იგრძნობა“, - განაცხადა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
„ყველანაირი დახმარება აღუთქვეს ჩვენს ემიგრანტებს. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მთავრობა დაგვეხმარება სპეციფიკურ პროექტებში“, - აღნიშნა ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის წინამძღვარმა, მამა თომამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge
