მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტაძრის წინამძღვრის, მამა თომას და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დამოუკიდებლად მოხერხდა ეკლესიისთვის შენობის შეძენა და ტაძრის მოწყობა.

პარლამენტის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ეკლესიის ტერიტორიაზე მოქმედი საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი ბავშვები მშობლიურ ენას, ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას ეუფლებიან. ასევე შექმნილია ცეკვის ჯგუფი, სადაც ქართველი მოზარდები ქართულ ხალხურ ცეკვებს სწავლობენ.

შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც კანადაში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები დგანან. დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს დიასპორის წარმომადგენლებს და საკვირაო სკოლის პედაგოგებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო და უწყვეტი კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ქართული დიასპორის მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დიასპორის როლზე საქართველო-კანადის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. აღინიშნა, რომ კანადაში მცხოვრები თითოეული თანამემამულე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და საქართველოს კულტურული დიპლომატიის შემდგომი განვითარების საქმეში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო

აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო

იმედი

შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია

შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია

იმედი

შალვა პაპუაშვილი სტამბოლში შეხვედრაზე: ცალმხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონს აქვს

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მასთან კიევში შეხვედრაზე რომან აბრამოვიჩი იყო ჩასული

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მასთან კიევში შეხვედრაზე რომან აბრამოვიჩი იყო ჩასული

იმედი