მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კანში, ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა
კანში, ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა

კანში, ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

კანში, ფრანგულ რივიერაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მსოფლიო დონის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებს და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, ქართული ფილმების წარდგენა უცხოელი პარტნიორებისთვის - ეს ის საკითხებია, რომელზეც ქართული ღვინის მიღებაზე იმსჯელეს. კინოინდუსტრიის წარმომადგენლების შეკრება კონკრეტული შედეგებით დასრულდა. წვეულება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. სტუმრებს ქართული ღვინით კომპანია „რთველისი“ გაუმასპინძლდა.

ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი მიიჩნევს, რომ ათეულობით შეხვედრა, რომლებიც ტარდება კანის ფესტივალის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში მნიშვნელოვანია და ერთი მხრივ, აძლიერებს უკვე არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობას, მეორე მხრივ, საფუძველს უყრის არაერთ ახალ თანამშრომლობას და ქართულ კინოს ახალ შესაძლებლობებს სძენს, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით.

„სამუშაო შეხვედრები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, ემსახურება, რა თქმა უნდა, ქართული კინოს განვითარებას, მეტ ხილვადობას, მეტი შესაძლებლობის შექმნას. ჩვენ გვქონდა არაერთი დისკუსია ამ დღეების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ქვეყანაში კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამები, რომ დარგში მეტი ადამიანის შესვლას შევუწყოთ ხელი. ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრები სხვადასხვა ახალ პარტნიორთან იმისთვის, რომ ქართული კინო წარმოჩენილი იყოს სხვადასხვა ფესტივალზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აქამდე აქტიურად არ ვიყავით წარმოდგენილნი“, - განაცხადა ლევან დვალმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები მეზობელ ქვეყნებთან, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით კიდევ უფრო გამყარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოძმე რესპუბლიკის სომხეთის კინოფონდთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეგიონში ურთიერთობების გაძლიერებას და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანთანაც გვაქვს მსგავსი მემორანდუმი გაფორმებული ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში და მიგვაჩნია, რომ რეგიონალურ თანამშრომლობას მკვეთრად შეუწყობს ხელს ეროვნული კინოცენტრი“, - დასძინა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა.

ქართული ფილმების საერთაშორისო აღიარებაზე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა ტორონტოს კინოფესტივალის პარტნიორებთან ურთიერთობის დირექტორმა რაჰულ რამანიმ. მისი თქმით, წელს ტორონტოს ფესტივალზე პირველად იმართება ბაზრობა, სადაც საქართველოს მონაწილეობას სიხარულით ელიან.

„ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ბერლინში და ახლა ვართ კანში, ვსაუბრობთ სამომავლო თანამშრომლობაზე საქართველოსა და კანადას შორის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ტორონტოს კინოფესტივალის კინობაზრობაზე. ბევრ ქართველ პროფესიონალს ვესაუბრეთ, სამომავლო შეთანხმებები განვიხილეთ. წელს პირველად ტორონტოს კინოფესტივალი ორგანიზებას უწევს კინობაზრობას და მოხარულები ვართ რომ საქართველო მისი ნაწილი იქნება“, - აღნიშნა ტორონტოს კინოფესტივალის პარტნიორებთან ურთიერთობის დირექტორმა.

კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობა 20 მაისს დასრულდება, სადაც საქართველოს ეროვნულ პავილიონს ეროვნული კინოცენტრი და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ერთობლივად წარმოადგენენ.

კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტ ინდუსტრიის პროფესიონალს ელოდებიან, წარმოდგენილი იქნება 90-ზე მეტი ეროვნული პავილიონი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

იმედი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით