მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს
„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს

„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს

იმედი|imedinews.ge

„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით, აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ოფიციალურად გადავიდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის ეტაპიდან განვითარებისა და განხორციელების ფაზაში ოფიციალურად გადავიდა.

„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის. განხილვების შემდეგ აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში გამართულმა საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად გამოაცხადა ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზა დასრულებულად და დაადასტურა პროექტის განხორციელებაზე გადასვლა.

„ჯი ის იო“-ს [GECO] დაევალა საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად დეტალური საგზაო რუკის მომზადება. მონაწილე ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ პროექტის მარეგულირებელ ჩარჩოს მათი ეროვნული ენერგეტიკის მარეგულირებლებს შორის დიალოგის დაწყების გზით“, - წერია სტატიაში.

ბაქოში აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში გამართულ საორგანიზაციო კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევისთვის, რათა გააძლიერონ ევროპასთან კავშირი სუფთა ენერგიის სფეროში.

ცნობისთვის, ბაქოში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი გუშინ გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც. მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში შეკრებილებს, კიდევ ერთხელ უთხრა, რა საკვანძო როლი აქვს საქართველოს ამ პროექტში და რომ საქართველოს ამბიცია არამხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება, არამედ ენერგეტიკულად დამოუკიდებლობის მიღწევაა.

2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ, რითაც საფუძველი ჩაეყარა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ, განახლებადი ენერგიის ინიციატივას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა