მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია 1 ივნისს დაიწყება
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია 1 ივნისს დაიწყება

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია 1 ივნისს დაიწყება

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაციას 1 ივნისს დაიწყებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რეგისტრაციის გავლას აპლიკანტები 15 ივნისის ჩათვლით შეძლებენ. იმ კანდიდატებისთვის კი, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისს დაიწყება და 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან - https://bit.ly/43CFpIc.

რეგისტრაციის პროცესში კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.თუ აპლიკანტს აღნიშნული დოკუმენტები არ აქვს, აუცილებელია „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“ ატვირთოს.

რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი ცენტრისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს. გამოცდის განრიგი ელექტრონულ ფოსტაზე სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიგზავნება.

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას წელიწადში სამჯერ - მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4uCx82O.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი