მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება გამოვლინდა
ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება გამოვლინდა

ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება გამოვლინდა

იმედი|imedinews.ge

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა იმერეთის რეგიონში. კანონდარღვევა ხარაგაულში, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.

ადგილობრივი მკვიდრი უკანონოდ მოპოვებული რცხილისა და წიფელის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას პირად მფლობელობაში არსებული ავტომანქანის საშუალებით ახორციელებდა. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა ხოლო, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი გადატანილია ხევის “საქმიან ეზოში”.

„თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, რომლითაც სრულადაა აღჭურვილი რეგიონული სატყეო სამსახურები - იქნება ეს ფოტოხაფანგები, სამხრე კამერები თუ დრონები, საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანი გავხადოთ სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, რათა საბოლოო ჯამში მინიმუმამდე დავიყვანოთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. კანონდარღვევის პრევენციის მიზნით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ “ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი