მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა

იმედი|imedinews.ge

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა.

შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ახალშენის კულტურის სახლი შეძლებს ფართომასშტაბიან კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს უმასპინძლოს.

„ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ეს ისტორიული შენობა წლების განმავლობაში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, დღეს კი უკვე სრულად განახლებულია. დაგეგმილია მესამე ეტაპიც, რომელიც შენობის ტექნიკურ აღჭურვას ითვალისწინებს. აქ შესაძლებელი იქნება კონცერტების, ფესტივალების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება.

ახალშენის ულამაზესი ბუნება და შენობის არქიტექტურა ამ სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. დარწმუნებული ვარ, კულტურის სახლი არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვისაც საინტერესო ადგილი გახდება, კიდევ უფრო გააძლიერებს კულტურულ ცხოვრებას ხელვაჩაურში და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 652 485 ლარია. მეორე ეტაპის ფარგლებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა - საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო და სარეპეტიციო სივრცეები, ასევე საოფისე ოთახები.

დაგეგმილია მესამე ეტაპის სამუშაოების დაწყება, რაც სცენის მოწყობას, გახმოვანების სისტემის მონტაჟსა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

პროექტს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვესფორმულა
  • აღსრულების ბიურომ წავკისში ნიკა გილაურის სახლი აუქციონზე იძულების წესით ₾4 მილიონად გაყიდაBM.GE
  • ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს – რადიო თავისუფლებანეტგაზეთი
  • რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგტვ პირველი
სახლი →

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი