
ხორვატიაში „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქების საქმეზე კიდევ ერთი უკრაინელი დააკავეს
იმედი|imedinews.ge
ხორვატიაში, ევროპული ორდერის საფუძველზე, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებაში ბრალდებული დააკავეს. კაცი, რომელიც საქმის მასალებში მოხსენიებულია, როგორც Vladimir Z, უკრაინის მოქალაქეა.
უკრაინული მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვოლოდიმირ ჟურავლიოვს, რომლის დაპატიმრების ორდერიც გერმანიამ 2024 წლის ივნისში გასცა. მას იმ უკრაინული დივერსიული ჯგუფის წევრად მიიჩნევენ, რომელმაც რუსული გაზსადენის ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადო.
საქმეს გერმანიის პროკურატურა იძიებს, რომელმაც დივერსიის მოწყობის ორგანიზებაში 7 ადამიანი დაადანაშაულა. მათგან ერთი ჯერ კიდევ ივლისში დააკავეს. გერმანელი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ამ დივერსიების ორგანიზებაში უკრაინის სახელმწიფოა ჩართული.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge