მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ.

მერმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების ჩართულობის, მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტში მათი შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებებზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში სტუდენტთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა და მათთვის განათლების მიღების პროცესში ხელშეწყობა. ასევე, შეიქმნა მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებების, იდეებისა და ინიციატივების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მეტად გათვალისწინებასა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა განათლების, პროფესიული და პიროვნული განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების რეალიზებისთვის.

„ახალგაზრდები ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მნიშვნელოვანი ძალაა. ჩვენი მიზანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარი იდეებითა და ინიციატივებით წვლილი შეიტანონ ხულოს მომავალში“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით მათიკაშვილი: ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში. დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან

ირაკლი ხელაძე: თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები

მედია: სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა

მედია: სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები

ვახტანგ ცინცაძე: ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები

იმედი