მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები
ვახტანგ ცინცაძე: ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები

ვახტანგ ცინცაძე: ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები

იმედი|imedinews.ge

ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მაჩვენებელი 792 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული თვის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც, ფაქტობრივად, 4.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაზე. ჩვენ ვხედავთ იმ შედეგებს, რაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებით იქმნება - იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივლისში ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის კუთხით - 2,495.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივლისის სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს, ის 7.5%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 15,517.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება.

„საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება და გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით მათიკაშვილი: ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში. დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან

ირაკლი ხელაძე: თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები

მედია: სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა

მედია: სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა

იმედი

ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ

ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ

იმედი