მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს
ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა დროული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან ერთად, დაბა ხულოს ვესტუმრეთ. მსგავსი აქციები, ჩვენი კომიტეტის ინიციატივით პერიოდულად ტარდება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მხარდამჭერ სამედიცინო დაწესებულებებსა და მედიკოსებს, ფარმაცევტულ კომპანიებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ დაბა ხულოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევების მორიგი აქციის დასრულების შემდეგ.

ექოსკოპია, კარდიოგრამა, ნეიროსონოსკოპია, ელექტრო ენცეფალოგრამა და სხვა კვლევები ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროულ შეფასებასა და დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკა-გამოვლენას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, საჭიროების მქონე პაციენტებს გადაეცათ უფასო მედიკამენტების პაკეტები.

აქციას ესწრებოდნენ: ხულოს მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი - ლეილა ღოღობერიძე, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი