მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის
კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის

კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის

იმედი|imedinews.ge

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჯონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის.

Reuters-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე გააჟღერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, რომ სი ძინპინი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას გამართავს კიმ ჩენ ინთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ურთიერთობების მოწესრიგებას ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ხელშეკრულების თანახმად პეკინის ერთადერთი ოფიციალური მოკავშირეა.

თავის მხრივ, კიმ იო ჯონმა უარყო ინფორმაცია მაისის სამიტზე სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის ფხენიანის დენუკლეარიზაციის შესახებ თითქოსდა მიღწეული შეთანხმების თაობაზე.

„ჩვენ გვაქვს ყველაზე ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ეს მტკიცებები სიმართლეს“, - განაცხადა მან, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი