მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა
The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი ავრცელებს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ გასულ ზამთარს უკრაინას ჯერ კიდევ გააჩნდა Patriot-ის რაკეტების შეზღუდული მარაგი რუსული რაკეტების მოსაგერიებლად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

თუმცა მას შემდეგ ირანში მიმდინარე ომმა ამერიკული მარაგის დაახლოებით ორი მესამედი ამოწურა - იუწყება სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (CSIS).

ანალიტიკოსების მონაცემებით, მთლიანობაში აშშ-ს ამჟამად Patriot-ის სისტემის მხოლოდ 759 ყველაზე თანამედროვე რაკეტა გააჩნია.

„ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა 300 ასეთი რაკეტის გადაცემა, რათა უკრაინას ისინი ამ ზამთარს გამოეყენებინა. ტრამპმა უარი თქვა. სანაცვლოდ, ამ თვის დასაწყისში ანკარაში ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებებისას, მან პირობა დადო, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების საკუთარი წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, თუმცა უკრაინა მათ დიდი მასშტაბით წარმოებას წლების განმავლობაში ვერ შეძლებს“, - ნათქვამია სტატიაში.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დარტყმის შესაძლებლობის გარეშე, „ჩვენ არ გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ გადავრჩეთ ამ ზამთარს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე შეთანხმებას მიაღწიონრუსთავი 2
  • გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი მოკლესფორმულა
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →ტრამპის →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება

პრემიერი: ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული