მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის საზღვართან ჯარების გაძლიერების ბრძანება გასცა
კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის საზღვართან ჯარების გაძლიერების ბრძანება გასცა

იმედი|imedinews.ge

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის საზღვარზე არსებული ფრონტისპირა და ძირითადი ქვედანაყოფების გაძლიერების გეგმებს „ომის უფრო ეფექტური შეკავებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კიმ ჩენ ინმა ჯარების გაძლიერების მოთხოვნა კვირას, 17 მაისს, არმიის დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან გამართულ თათბირზე გააჟღერა. მან მოუწოდა მომზადების სისტემის კორექტირებისა და პრაქტიკული სწავლებების გაფართოებისკენ, რათა ისინი შეესაბამებოდეს ომის წარმოების თანამედროვე პირობებსა და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განვითარებას.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, დაგეგმილმა პროექტებმა უნდა გადახედოს ოპერატიულ კონცეფციებს სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობის სწრაფი მოდერნიზაციის შესაბამისად.

განსაკუთრებული ყურადღება კიმმა დაუთმო ​​იდეოლოგიურ ერთგულებასა და სიფხიზლეს სამხრეთ კორეის მიმართ, რომელსაც მან „დაუძინებელი მტერი“ უწოდა.

ორი კორეა ტექნიკურად კვლავ ომის მდგომარეობაშია, რადგან მათ შორის 1950-53 წლების კონფლიქტი არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, არამედ საზავო შეთანხმებით დასრულდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მედიკამენტ „ჯივინოსტა“-ზე:   ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას - ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება

Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა