მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კირ სტარმერი: ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია
კირ სტარმერი: ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია

კირ სტარმერი: ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის კითხვა-პასუხის სესიაზე დაადასტურა, რომ ტოვებს პოსტს და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“.

„ბატონო სპიკერო, ეს იქნება ჩემი ბოლო პასუხი ამ ტრიბუნიდან“, - განაცხადა პრემიერმა. „თითოეულმა პრემიერ-მინისტრმა იცის, რომ როდესაც ის ჩირაღდანს იღებს, დადგება დღე, როდესაც ის სხვას უნდა გადასცეს. ეს დღე ჩემთვის დადგა“.

სტარმერმა შეაჯამა თავისი პოლიტიკური გზა და აღნიშნა: „ექვს წელიწადში ჩვენ 2019 წლის ისტორიული მარცხიდან 2024 წლის ისტორიულ გამარჯვებამდე მივედით. მთავრობაში გატარებული ორი წლის შემდეგ, მე ქვეყანას იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ის დამხვდა. ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ“.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა თავის გუნდს, პარლამენტარებსა და საჯარო მოხელეებს. მან ასევე პირობა დადო, რომ თავის მემკვიდრეს სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს და კოლეგებს ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.

სტარმერმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვისთვისაც ის პოლიტიკაში მოვიდა: „ყველას, ვისი ცხოვრებაც ლეიბორისტული მთავრობის მიერ გაუმჯობესდა და მათ, ვინც ქვეყანაში თავის გამოჩენასა და ხმის მიწვდენას ცდილობს - თქვენ იყავით ის მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოვედი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი