მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორთან, ბრიგადის გენერალ პოლ ჰოფსლოტთან ერთად, ქალაქ ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიდერლანდებში, ვეტერანთა დღე, ყოველწლიურად, ივნისის ბოლო შაბათს აღინიშნება. ოფიციალურ ცერემონიას, ნიდერლანდელ ვეტერანებთან ერთად, ტრადიციულად დაესწრნენ ნიდერლანდების მეფე, სამეფო კარის წარმომადგენლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სამხედრო პირები და მთავრობის წევრები.

„ღონისძიების დასრულების შემდეგ, კობა კობალაძე, გენერალ პოლ ჰოფსლოტთან, ასევე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის, პოლონეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა და გერმანიის, ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ, სადაც საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდებში, ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და მოხალისეთა ორგანიზაციის -ა(ა)იპ “ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი