მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანთა დასაქმებისა და გადამზადების სამსახურის (VETS) ხელმძღვანელი და აშშ-ს შრომის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯერემი ვორქმენი, მისი მოადგილე ენდრიუ აუერბახი, ვეტერანთა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარშალ აშერი, ეროვნული პროგრამების დირექტორი აივან დენტონი, აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები და ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია.

შეხვედრაზე კობა კობალაძემ ამერიკულ მხარეს საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნო, რომლებიც ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას ემსახურება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვეტერანთა დასაქმების მიმართულებით ამერიკული მხარის, გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარებას, ასევე, ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამების განვითარებას, სამხედრო სამსახურის შემდეგ ვეტერანების სამოქალაქო საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციას, აგრარულ და საგანმანათლებლო სექტორებში ვეტერანების ჩართულობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემ მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და მოამზადებს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულ მიმართულებებზე მუშაობა უფრო ეფექტურად და შედეგიანად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი