
„ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი: ისრაელის ძალები ლიბანიდან ნებაყოფლობით თუ არ გავლენ, იძულებული იქნებიან გაიქცნენ „დამცირებითა და დამარცხებით“
იმედი|imedinews.ge
ისრაელის პრემიერის განცხადებას ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურმა მუქარით უპასუხა. ესმაილ ყაანის თქმით, თუ ისრაელის ძალები ლიბანიდან ნებაყოფლობით არ გავლენ, იძულებული გახდებიან, გაიქცნენ „დამცირებითა და დამარცხებით“.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ლიბანი წინააღმდეგობისა და სიმტკიცის ველია და არა ოკუპანტების სათამაშო მოედანი.
ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში უვადოდ დარჩებიან.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge