მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კვლევა: 5-დღიანი სამუშაო კვირა სიმსუქნის რისკს უკავშირდება
კვლევა: 5-დღიანი სამუშაო კვირა სიმსუქნის რისკს უკავშირდება

კვლევა: 5-დღიანი სამუშაო კვირა სიმსუქნის რისკს უკავშირდება

იმედი|imedinews.ge

სიმსუქნის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ცვლები ხანგრძლივია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა - დიდი. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი კვლევის საფუძველზე, რომელიც მათ სტამბოლში გამართულ სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.

წონის მატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სპორტისთვის დროის ნაკლებობა და სტრესია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 33 ქვეყნის მონაცემების ანალიზით (1990-დან 2022 წლამდე პერიოდში), მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლიური სამუშაო დროის 1%-ით შემცირება სიმსუქნის 0,16%-ით კლებასთან არის დაკავშირებული.

კვლევის თანაავტორმა, კვინსლენდის უნივერსიტეტის დოქტორმა პრადეპა კორალე-გედარამ განმარტა, რომ სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, რაც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. „როდესაც ცხოვრება დაბალანსებულია, ადამიანები ნაკლებად განიცდიან სტრესს, უფრო ხშირად ირჩევენ ჯანსაღ საკვებს და ცხოვრების აქტიურ წესს“, - აღნიშნა მან.

მეცნიერები განმარტავენ, რომ კვლევა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, რადგან შედეგზე გავლენა აქვს ქვეყნებს შორის შემოსავლების დონის განსხვავებასაც. თუმცა, კვლევის შედეგებმა გააძლიერა დიდი ბრიტანეთის კამპანია ოთხდღიანი სამუშაო კვირის დასამკვიდრებლად.

ფონდ 4 Day Week Foundation-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმს რივზმა განაცხადა, რომ სამუშაო კვირის შემცირებას ხელფასის შენარჩუნებით „შეუძლია მკვეთრად შეამციროს სიმსუქნის დონე“, რადგან ადამიანებს მეტი დრო დარჩებათ ჯანსაღი ჩვევებისთვის. რივზი ამტკიცებს, რომ ხუთდღიანი მოდელი „მოძველებულია და განახლებას საჭიროებს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი