მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კვლევა: სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა
კვლევა: სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა

კვლევა: სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა

იმედი|imedinews.ge

სამედიცინო ჟურნალში British Journal of Sports Medicine გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენებების გაკეთება ყველაზე ეფექტური და რეალისტური გზაა კეთილდღეობის ასამაღლებლად შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე.

თანამედროვე საოფისე მუშაობა, იქნება ეს ელექტრონულ წერილებზე პასუხი თუ ვიდეოზარები, დიდწილად სავარძელში მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. ექსპერტების განცხადებით, ეს ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ხანგრძლივი ჯდომა ზედმეტი წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანისგან დასვენების სარგებლიანობა ცნობილია, აქამდე ნაკლებად გარკვეული იყო, თუ რა სიხშირით უნდა წამოდგეს თანამშრომელი ფეხზე სამუშაო პროდუქტიულობის შენარჩუნების პარალელურად.

კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილეობა აშშ-ის 11 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო, რომლებიც ძირითადად ოფისებში 8-9 საათიან ცვლებში მუშაობდნენ. პირველი კვირის განმავლობაში მონაწილეები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდნენ და ყოველდღიურად აფასებდნენ თავიანთ განწყობას, პროდუქტიულობასა და დაღლილობას.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი მათ დაევალათ სამუშაო საათებში ყოველ ნახევარ საათში, საათში ან ორ საათში ერთხელ 5 წუთით გაესეირნათ.

კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ ნახევარ საათში შესვენება კარგად მოქმედებდა განწყობაზე, თუმცა სამუშაო პროცესს აფერხებდა. ყოველ ორ საათში სეირნობა ნაკლებეფექტური აღმოჩნდა. მეცნიერების დასკვნით, სწორედ ყოველ საათში 5-წუთიანმა ფეხით სიარულმა აჩვენა საუკეთესო და ყველაზე რეალისტური შედეგი პროდუქტიულობის, ენერგიისა და განწყობის ასამაღლებლად.

„კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველ საათში ხუთწუთიანი გასეირნება სრულიად საკმარისია განწყობის გასაუმჯობესებლად და დაღლილობის შესამცირებლად. ამასთან, ადამიანებმა ეს რეჟიმი რეალისტურად და ადვილად შესასრულებლად მიიჩნიეს“, - აღნიშნა მთავარმა მკვლევარმა კიტ დიასმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი