მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კვლევა: სტრესის დროს კატებთან ურთიერთობა მდგომარეობას აუარესებს
კვლევა: სტრესის დროს კატებთან ურთიერთობა მდგომარეობას აუარესებს

კვლევა: სტრესის დროს კატებთან ურთიერთობა მდგომარეობას აუარესებს

იმედი|imedinews.ge

შინაურ ცხოველთან ურთიერთობას ადამიანის განწყობის ამაღლება მოკლე დროით შეუძლია, თუმცა ის სტრესთან გამკლავებაში არ გვეხმარება. მეტიც, კატებთან კონტაქტმა შესაძლოა სიტუაცია გააუარესოს კიდეც. ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ეს დაადგინეს კვლევის ფარგლებში, რომლის შედეგებიც ჟურნალში Frontiers in Psychology გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში 188 ადამიანი მონაწილეობდა. 5 დღის განმავლობაში ისინი სპეციალური შეხსენების საფუძველზე ეთამაშებოდნენ ცხოველებს. ძაღლების პატრონებს სტრესის დროს შვება პრაქტიკულად არ უგრძნიათ, კატების მფლობელებმა კი ნეგატიური ემოციების გაძლიერება დააფიქსირეს. მკვლევრები ამ თავისებურებას ცხოველების ქცევას უკავშირებენ.

ძაღლებს, როგორც წესი, პატრონები ფიზიკურ აქტივობასა თუ სოციალურ ინტერაქციაში რთავენ. კატები კი უფრო ხშირად პასიურად იქცევიან და არ საჭიროებენ მუდმივ კონტაქტს - ამით მათ შეუძლიათ ემოციური დაძაბულობის გაძლიერება.

გარდა ამისა, კატებთან ურთიერთობა იწვევს სწრაფ ფიზიოლოგიურ რეაქციებს, მაგალითად, გავლენას ახდენს გულისცემის სიხშირეზე. ეს სტრესულ მოვლენებს ფსიქიკისთვის უფრო შესამჩნევს ხდის.

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ კატების მფლობელთა შერჩევის მოცულობა (36 ადამიანი) მნიშვნელოვნად მცირე აღმოჩნდა ძაღლების მფლობელთა ჯგუფზე (75 ადამიანი). სტატისტიკური სიმძლავრის ნაკლებობა საბოლოო დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. ცხოველის ინდივიდუალური ხასიათიც დიდ როლს თამაშობს - მოსიყვარულე და ერთგულ კატას შეუძლია დაგამშვიდოთ, მაშინ როდესაც გულგრილი შინაური ცხოველები სევდას უფრო მეტად აძლიერებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი