მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!
ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სადღობელაშვილი იხსენებს 5 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდას ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია, ხოლო, თავად სანაიას, სახელმწიფო მოხელეების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მხოლოდ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მისივე განცხადებით, „ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია“ მას ისევე მკაცრად უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი, როგორც თანამდებობის პირს.

„5 წლის წინ წყნეთის ქუჩაზე ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს! მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში და საბოლოოდ საპროცესოთი გამოვიდნენ! მათ პროკურატურა ედავებოდა ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნას, დისკრიმინაციის ნიშნებს და შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას!

- 14 დღე ცოტაა!!! პრაქტიკულად ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ! პროფესიული საქმიანობის გამო ვახო სანაია დისკრიმინაციული ნიშნებით (პოლიტიკურით) და შეუწყნარებლობის მოტივით ილანძღებოდა უკანასკნელი სიტყვებით! რატომ 14 დღე (მით უფრო რომ მე-3 გაფრთხილებაა წინა ორზე ჯარიმით შემოიფარგლა მოსამართლე) და არა 3 წელი რასაც პოლიტიკური დევნის მუხლი ითვალისწინებს?!

- ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია! პირიქით როგორც თანამდებობის პირს ანალოგიურად ჟურნალისტსაც უნდა მოეთხოვებოდეს მკაცრი პასუხი ქმედებებზე და სიტყვებზე!“- წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • "კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობსრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
  • საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვისBM.GE
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი