მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა

იმედი|imedinews.ge

მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც, საბოლოო ჯამში, დარტყმის ქვეშ ისევ ჩვენნაირი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები დგებიან - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, როცა დასავლეთიდან გვაკრიტიკებენ და ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო გვსჯიან, ხოლო ჩრდილოეთიდან ანექსიით გვემუქრებიან, ერთადერთი სწორი გზა საკუთარი ინტერესების გარშემო ჩაკეტვაა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც პროვოკაციების თავიდან არიდებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, არსებული ვითარების გათვალისწინებით სწორი არჩევანია.

„ მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! - რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც, საბოლოო ჯამში, დარტყმის ქვეშ ისევ ჩვენნაირი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები დგებიან. - ამ ფონზე, კრემლიდან მყისიერად აქტიურდება საუბრები სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) შესაძლო მიერთებაზე. ეს არ არის შემთხვევითი მინიშნებები — ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ დიდ თამაშებში პატარა სახელმწიფოებს ხშირად საზარბაზნე ხორცად და სავაჭრო მონეტად განიხილავენ.

- ბოლო წლებში აშკარა გახდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - სხვისი დღის წესრიგით სიარულს, იქნება ეს ჩრდილოეთი თუ დასავლეთი, ქვეყანა ყოველთვის უმძიმეს შედეგებამდე მიჰყავს. როცა დასავლეთიდან გვაკრიტიკებენ და ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო გვსჯიან, ხოლო ჩრდილოეთიდან ანექსიით გვემუქრებიან, ერთადერთი სწორი გზა საკუთარი ინტერესების გარშემო ჩაკეტვაა.

- ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა.

- აღარ გვაქვს ილუზიების დრო.

სხვისი ომების ჩვენს მიწაზე გადმოტანა და "იდეოლოგიური ერთგულების" გამო ტერიტორიების საბოლოო დაკარგვის რისკის ქვეშ დაყენება არის დანაშაული.

- გამოსავალი არის: ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნის! არც რუსეთი და არც ევროპა ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს და არც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს საკუთარი ინტერესების საზიანოდ.

- საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი