მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: კირ სტარმერის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა, როგორც კლასიკური გაგებით, ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ
ლადო სადღობელაშვილი: კირ სტარმერის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა, როგორც კლასიკური გაგებით, ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ

იმედი|imedinews.ge

კირ სტარმერის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა, როგორც კლასიკური გაგებით ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა.

იგი კირ სტარმერის მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.

სადღობელაშვილის თქმით, 14 წელია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი არ ყოფილა. მან აღნიშნა, რომ მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდაზეა ორიენტირებული, თუმცა მმართველობის პირველივე დღეებიდან მისმა პოლიტიკამ მოსახლეობაში იმედგაცრუება გამოიწვია და ამაზე კვლევები და ბოლო პერიოდის მონაცემები მეტყველებდა.

„ჩემი აზრით, მასზე სხვა ძალები ზემოქმედებდნენ. ამას ზოგი „დიფ სთეითს“ უწოდებს, ზოგი - ბიუროკრატიას. ეს ძალები მას აიძულებდნენ, ემოქმედა ისე, როგორც არ შეეფერება, თუნდაც „ლეიბორისტს“, მემარცხენე ცენტრისტული ძალის წარმომადგენელს და იქცეოდა აბსოლუტურად პირიქით, - იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყო პენსიონერის კეთილი სიბერე, მან მოაჭრა მათ ზამთრის შეღავათები და ისინი გადაამისამართა უკრაინის ომში. ამით მან გაანაწყენა პენსიონერები.

მისი მმართველობის დროს დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი, უკრაინის ომის წლიური დაფინანსება, თუ არ ვცდები, ეს იყო 5,5 მლრდ ფუნტი სტერლინგი, ბორის ჯონსონის მმართველობის პერიოდშიც კი უფრო ნაკლები იყო. ეს თანხები აკლდებოდა მოსახლეობას, პატრონს პოვებდა უკრაინაში და არავინ იცის, ის იქ ხმარდებოდა თუ არა იმ საქმეს, რასაც უნდა მოხმარებოდა. აქედან გამომდინარე, მის 2-წლიან მოღვაწეობას შევაფასებდი, როგორც ფიასკოს და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არ იქცეოდა, როგორც კლასიკური გაგებით ლეიბორისტი, თანამედროვე მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, მე ვვარაუდობ, რომ მას ამას აიძულებდნენ“, - აღნიშნა სადღობელაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი