მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა
ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა

ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტრო 3 მილიონი ლარით ეხმარება.

მისივე თქმით, დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუქ და ქუჩის დრამებით.

„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი!

- მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ ამ ვერაგი ავადმყოფობით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ ნამდვილად არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. გასაგებია რომ ეს არ კმარა, მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს ის საჭიროებაა, რომელიც ყველა პაციენტის ოჯახს ადგება და იყენებენ კიდეც! ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობის მიღება და “ცეცხლზე ნავთის დასხმა”!

- როგორც ზემოთ აღვნიშნე საქართველოში მრავლად არიან ანგაჟირებული პროვოკატორები რომლებიც ამ მძიმე თემაზე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგის აწყობას ცდილობენ. აქციები, ხმაური, ემოციური შანტაჟი და ახლა უკვე გაურკვეველი “ფონდების” მიერ შეგროვილი თანხები…

- ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ თავად მათ შორის, შიგნით დაიწყო დაპირისპირება! ვინ აგროვებს ფულს, სად მიდის ეს თანხა, ვინ აკონტროლებს, რა მიზნობრიობით იხარჯება. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო მკაფიო პასუხი. როდესაც საქმე ავადმყოფ ბავშვებს ეხება, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა აუცილებელია. სახელმწიფოს პროგრამა კონკრეტულია, გაწერილია და ანგარიშვალდებულია.

ხოლო ისინი, ვინც გუშინ “ერთად ბრძოლაზე” საუბრობდნენ, დღეს უკვე ერთმანეთის დადანაშაულებით არიან დაკავებულები. ასე ხდება ხოლმე როდესაც საქმეში უცხო ქვეყნის აგენტურა ერევა!

- დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუქ და ქუჩის დრამებით.“ - წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი