მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!
ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!

ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!

იმედი|imedinews.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები სიახლეს არ წარმოადგენს, რამდენადაც აღნიშნულ მავნებლურ ქმედებას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, რასთან დაკავშირებითაც ის ვრცლად საუბრობს საკუთარ პოსტში.

მისივე შეფასებით, ქართული ოპოზიციის გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა “შერიგების პროცესის საბოტაჟი.”

„- ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე.

- როდესაც საუბარია ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ნდობის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ თუ ეკონომიკურ ხიდებზე, ოპოზიციური აგენტურა და მათი აქტივისტები მხოლოდ სიძულვილსა და ბზარის გაღრმავებას თესავენ.

- ეს ტენდენცია ახალი არ არის… ამ მავნებლურ მიდგომას საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაეყარა. გახსოვთ ალბათ, როგორ აჟღერებდა თინა ხიდაშელი იდეას, რომ NATO-ში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე „ერთადერთი პრაგმატული გზაა”, იგი ამბობდა ვციტირებ “… აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე – ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა“. ანუ პირდაპირ გვთავაზობდნენ აფხაზეთზე დროებით თუ სამუდამოდ უარის თქმას და ტერიტორიების გარეშე „დასავლურ გაერთიანებებში“ სვლას. საბედნიეროდ მე იმ დროს ამ ანტიეროვნული “იდეის” მხარდამჭერი ქართველი არ მინახავს, თუმცა ახლა 12 წლის თავზე ასეთებიც გამოჩნდნენ! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ ენგურს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას , იქნება ეს ელექტროენერგია, უფასო ჯანდაცვის პროგრამები თუ კრიზისის დროს საწვავის მიწოდება, ოპოზიციური აქტივისტები ისტერიკას აწყობენ. სოციალურ ქსელებში პირდაპირ გვესმის რადიკალებისგან მოწოდებები, თითქოს უკრაინულმა დრონებმა საწვავმზიდები უნდა დაბომბონ და ნებისმიერი ჰუმანიტარული თუ ბიზნესნაბიჯი „ოკუპანტის დახმარებად“ გამოაცხადონ.

- რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?! ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად რომან გოცირიძე, ყოველგვარ ჰუმანიტარულ და შერიგების მცდელობას „კანონდარღვევად“ და „სანქციების გვერდის ავლად“ აფასებს.

- ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ბზარი უფრო გაღრმავდეს. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის გამთლიანება – მათთვის მთავარია საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დივიდენდები და დონორების დავალებების შესრულება.

- საქართველოს გამთლიანება გადის მხოლოდ და მხოლოდ ნდობის აღდგენასა და ზრუნვაზე, და არა მტრობის გაღვივებაზე!

Ps ისე კარგი იქნება თუ მოვისმენდით აგონიაში მყოფი ოპოზიციისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გზას-გეგმას! თუ რა თქმა უნდა დაბრუნების სურვილი აქვთ…”, - წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • აფხაზეთში საწვავის გაძვირებას ალტერნატიული არხებით შეძენილი საწვავის მაღალი ფასი განაპირობებს - დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრიBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა

ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა

იმედი

პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

იმედი

ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს

ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს

იმედი

Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს

Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს

იმედი