
Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს
იმედი|imedinews.ge
ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს. ინფორმაციას Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. ბრიტანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე, იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე.
დრონები წარმატებით გამოიყენეს ბელგოროდის ოლქში არსებული სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლადაც.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge