მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც მამუკა მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო
ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც მამუკა მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტში ჩხუბი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები თავადვე იწყებენ პროვოკაციას და შემდეგ „სამართლებრივ მსხვერპლად“ წარმოჩენას ცდილობენ, პროცესი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ფარსად იქცევა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და ამბობს, რომ მისი „ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის ყველაზე მტკივნეულ წერტილს აშიშვლებს- შერჩევით მეხსიერებას და ორმაგ სტანდარტებს.“

„ნორჩი გახარიელების და აგენტურების ორმაგი სტანდარტი ანუ მორალური ასიმეტრია, ასე დავახასიათებდი იმ ატმოსფეროს რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ე.წ ძალადობის და პროვოკაციების მიმართ არსებობს!

მამუკა მდინარაძის ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის ყველაზე მტკივნეულ წერტილს აშიშვლებს: შერჩევით მეხსიერებას და ორმაგ სტანდარტებს. როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება ხდება, საზოგადოებრივი რეაქცია ხშირად არა ობიექტურ კანონზომიერებაზე, არამედ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაზეა დაფუძნებული.

პოლიტიკური მორალი არ შეიძლება იყოს ცალმხრივი. თუ ძალადობა და პროვოკაცია დასაგმობია, ის თანაბრად დასაგმობია ყველა შემთხვევაში - მიპარვით დარტყმის დროსაც და შეურაცხყოფაზე საპასუხო რეაქციის დროსაც.

როდესაც კანონსა და მორალს პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვჭრით, საბოლოოდ ვიღებთ არა სამართლებრივ დისკუსიას, არამედ ორმაგი სტანდარტების მუდმივ ტირაჟირებას, სადაც მთავარია არა ის „რა მოხდა“, არამედ „ვის მიმართ მოხდა“.

სწორედ ამ პარადოქსზე საუბრობს მამუკა მდინარაძე: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც თავად მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო.

პარლამენტში ჩხუბი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები თავადვე იწყებენ პროვოკაციას და შემდეგ „სამართლებრივ მსხვერპლად“ წარმოჩენას ცდილობენ, პროცესი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ფარსად იქცევა.

მეგობრებო დროა ჩამოვყალიბდეთ, „მოსულა“ თუ „არ მოსულა“? თუ მოსულა იყავი მზად რომ მიიღებ პასუხს, თუ არ მოსულა არც შენი პროვოკაციები და ყველასთვის მრავალჯერ ნანახი სცენარებიც არ მოსულა!“, - წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილიBM.GE
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი