მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს
ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს

ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ქალაქ ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, 11 საათიდან მოსულ სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით დახვდება. როგორც ყოველთვის, წელსაც ვიზრუნეთ იმაზე, რომ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის სტუმარს. ზუგდიდის მთავარ მოედანზე წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, პენიტენციური სამსახურის კვადროციკლები და საჯარო რეესტრის ამზომველების უახლესი მოწყობილობები. გარდა ამისა, ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ძალიან საინტერესო ინსტალაციები“, - განაცხადა ლანა მორგოშიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, 26 მაისის ღონისძიებებზე სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული საკუთარი საქმიანობის შესახებ სტუმრებს არაერთი ინტერაქციული პროგრამით კიდევ ერთხელ გააცნობს თავს.

„იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული არქივი, რომელსაც შემონახული აქვს როგორც დამოუკიდებლობის, ისე ჩვენი გაქრისტიანების უძველესი ისტორიული მასალები. ზუგდიდის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს სწორედ ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, იუსტიციის სამინისტროს სამარკო ნიშანია პასპორტი. როგორც ყოველ 26 მაისს, წელსაც სამახსოვრო პასპორტს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს ბოლო ერთი წლის რეფორმებია აღბეჭდილი, სტუმრებს ადგილზევე დავუბეჭდავთ და საჩუქრად გადავცემთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისის მრავალფეროვან ღონისძიებებზე, სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმის კუთხესთან ერთად, წარმოდგენილი იქნება „რე-მარკეტის“ სივრცეც.

„რე-მარკეტი“ - ეს არის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისკენ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს, მათ მიერ შექმნილი და წარმოებული პროდუქცია ფართო საზოგადოებას ანახონ, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი, საკუთარ საჭიროებებს მოახმარონ“, - თქვა ლანა მორგოშიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა გასართობ სივრცეებზე. ლანა მორგოშიას თქმით, 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე მისულ ბავშვებს ბევრი სიურპრიზი ელით. „ასე რომ, ყველას, ვისაც 26 მაისის საინტერესოდ გატარება სურს, ზუგდიდში გელით. ეს დღე ჩვენია!“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი