მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლანა მორგოშია: საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც საქართველომ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია
ლანა მორგოშია: საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც საქართველომ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია

იმედი|imedinews.ge

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია საჯარო მმართველობის, ზოგადად, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდებისა თუ ამ მიწოდების არხების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და მასში გაერო-ს წევრი 100 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ყოველწლიური ფორუმია და, როგორც აღვნიშნეთ, ველოდებით 500 მონაწილეს გაერო-ს 100 წევრი ქვეყნიდან. მათ შორის იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები: მინისტრები, ძირითადად, იუსტიციის მინისტრები და საჯარო მმართველობის მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები“, – აღნიშნა ლანა მორგოშიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემის განხილვა პარალელურ რეჟიმში პანელური დისკუსიებისა და ვორქშოფების ფორმატში წარიმართება.

„ქართულ მხარესთან ერთად, დისკუსიებში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →გაეროს →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი