მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

სუს-ის ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე.

ლაშა მაღრაძის თქმით, საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთან, გლობალური ანტიტერორისტული სტრატეგიის შესაბამისად, საქართველო მუდმივ რეჟიმში ატარებს სათანადო ღონისძიებებს ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად.

გაერო-ს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მზადყოფნა.

„ნიუ იორკში მიმდინარე კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართა პარალელური სამუშაო შეხვედრები ეროვნული და რეგიონული კონტრტერორისტული სტრატეგიებისა და ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების თემაზე, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიანიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი