
ლაშა ქოიავა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე: კეზერაშვილმა სამხედრო თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო
კეზერაშვილმა თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო, - ასე იხსენებს 2008 წლის 7 აგვისტოს თათბირს სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი,, 2008 წლის ომის საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელი, ლაშა ქოიავა პოდკასტში „რეჟიმის ანატომია“.
„დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი მინისტრის თათბირზე, ეს იყო 7 აგვისტო. თათბირს ესწრებოდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მახოსოვს კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. იქ, სადაც ეს თათბირი ტარდებოდა, კეზერაშვილსაც არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს იყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები.
ამ სამხედრო თათბირამდე, ისინი პრეზიდენტთან იყვნენ თათბირზე და იქედან წამოიღეს რაღაც მოთხოვნები. ამიტომ ცდილობდნენ სამხედრო მოქმედების მისადაგებას სამოქალაქოების რაღაც თხოვნებზე, რაც სრული აბსურდია. თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსის ჯარი უკვე შემოსული იყო, ამ თათბირზე ეს უნდა გაჟღერებულიყო, მაგრამ 7 აგვსიტოს დილით, ამის შესახებ თათბირზე არაფერი თქმულა“, - აღნიშნა ლაშა ქოიავამ.
ქოიავას თქმით, თათბირზე იმ პოზიციამ გაიმარჯვა, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობის პირები ლობირებდნენ.
„ვინაიდან, საბრძოლო მოქმედება არ წავიდა იმ გეგმით, რაც იყო დაწერილი და წინასწარ შემუშავებული, თუნდაც რამდენიმე საათი დავაგვიანეთ იმის გამო, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთში რაღაც ვერ გაარკვიეს, ე.ი მათ გაიმარჯვეს და ე.ი მათ შეიტანეს წვლილი ომის შედეგზე. იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი, კეზერაშვილი სამხედროების პოზიციებს არ იცავდა, ის იცავდა სააკაშვილის სურვილებს. რადგან სამხედრო გეგმით ცხინავლში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო“, - აღნიშნა ქოიავამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge