მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლატვიაში ტბაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა
ლატვიაში ტბაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

ლატვიაში ტბაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

იმედი|imedinews.ge

ლატვიაში დრიდზისის ტბაში ამოუცნობი დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, დრონის აფეთქების მიზეზი წყალთან კონტაქტი გახდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და დრონის ნაწილებს სწავლობენ.

პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დრონის ჩამოვარდნის ადგილს არ მიუახლოვდნენ. უცნობია, თუ ვის ეკუთვნოდა დრონი.

შემთხვევას ლატვიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევიკა სილინია გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება შესაბამის სამსახურებთან.

„უწყებებისგან ველი უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მომხდარის გარემოებების შესახებ. მოსახლეობას მოვუწოდებ, თვალი ადევნოს ოფიციალურ ინფორმაციას“, - დაწერა სილინიამ.

ცნობისთვის, 7 მაისს ლატვიაში დრონი შეფრინდა, რომელიც ნავთობის რეზერვუარს მოხვდა. აღნიშნული ინციდენტის გამო ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო მთავრობა გადადგა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი