მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. le Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა
le Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა

le Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა

იმედი|imedinews.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვიუში.

JDD-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, იულია მენდელი, კორუფციასა და ზელენსკის ავტორიტარული გადახრის შესახებ საუბრობს.

„მე მჯერა, რომ ის ჩემი ქვეყნის მთავარ პრობლემად იქცა. მსოფლიომ უკრაინა ერთ კაცთან გააიგივა. მათ ეს სრულიად შეთხზული იმიჯი დაიჯერეს. მე მჯერა, რომ ზელენსკი ახლა ამ ომის მთავარი ბენეფიციარია“, - განაცხადა მენდელმა.

როგორც მენდელმა აღნიშნა, სწორედ სამხედრო კონფლიქტის გამო რჩება ზელენსკი ხელისუფლებაში, რადგან მან არჩევნები გააუქმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებულია მისი ახლო წრის კომპანიები, რომლებიც ევროკავშირიდან მილიარდობით ევროს იღებენ.

,,ორი წელი ვიმუშავე მასთან და ვიყავი, ასე ვთქვათ, მის ყველაზე ერთგულ პროპაგანდისტებს შორის. პრესმდივანი საკუთარი სახელით არ საუბრობს: ის პრეზიდენტის ხმაა და არ შეიძლება, მას საჯაროდ დაუპირისპირდეს. ჯერ კიდევ 2021 წელს პირად საუბრებში ძალზე კრიტიკული გავხდი. ბევრნი ვფიქრობდით, რომ ის პირველ საპრეზიდენტო ვადასაც ვერ დაასრულებდა. მისი არაპროფესიონალიზმი თვალსაჩინო იყო: ის წელში გატეხა ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ამერიკელ დიპლომატებთან კონფლიქტმა, ხოლო მერკელთან უბრალოდ კატასტროფული ურთიერთობა ჰქონდა” - განაცხადა იულია მენდელმა.

არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდა. ზელენსკის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოიწურა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გაუქმდა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოტივით. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება „უდროო“ იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდაფორმულა
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • 2026 წელს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს ომის ერთი დღე $190 მილიონი დაუჯდაBM.GE
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →მთავარი →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ

The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ

იმედი

ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ

„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა

გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა

იმედი