მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლელა რაზიკაშვილი: ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ღირებულებითი სივრცისთვის, სწორედ ეს არის ჩვენთვის ევროპა. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ შენი უფლება ნულია და სხვისი უფლება არის პრიორიტეტული, ჩემთვის ევროპა არ არის
ლელა რაზიკაშვილი: ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ღირებულებითი სივრცისთვის, სწორედ ეს არის ჩვენთვის ევროპა. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ შენი უფლება ნულია და სხვისი უფლება არის პრიორიტეტული, ჩემთვის ევროპა არ არის

იმედი|imedinews.ge

ჩვენს ტყავზე გადავიტანეთ ის საშინელება, ის უბედურება, რომ ყველა დავდექით დანგრეულ, დამტვრეულ, გადამწვარ, გვამებით მოფენილ ქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა, რომელმაც 1990-იან წლებში საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების მოვლენები გაიხსენა.

მან აღნიშნულ თემაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გასულ კვირაში განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

ლელა რაზიკაშვილი მიიჩნევს, რომ ვისაც ის დაპირისპირება უნახავს, საღი აზრის მქონე ყველა ადამიანი სიცოცხლეს დადებს და არაფრით არ დათმობს აშენებულ ქვეყანას.

„ორივე მხარისთვის გავარდა ის ტყვია, ორივე მხარისთვის გაითხარა საფლავები, ორივე მხარისთვის დაინგრა „რუსთაველი“, ყველასთვის ჩაბნელდა საქართველო.

ან ვცნობდით ერთმანეთს, ან ვიცნობდით ერთმანეთს ყველა, ზუსტად ის ხალხი, რომელიც სულ რაღაც ორი წლის [1989 წლის 9 აპრილს] წინ ერთად ვიდექით სიკვდილის და რუსის ტანკის წინ და უცებ დავინახეთ, რომ ვიღაც მარიონეტებივით გვატრიალებს, გვანგრევინებს ჩვენს ქვეყანას და გვჩეხს უბედურებაში.

ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ღირებულებითი სივრცისთვის, სწორედ ეს არის ჩვენთვის ევროპა და სწორედ ამ ევროპისკენ მივიწევთ. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ შენი უფლება ნულია და სხვისი უფლება არის პრიორიტეტული და პოლიტიკური აპართეიდია გამოხატვის ველზე, ჩემთვის ევროპა არ არის და ვერც ვიტყვი, რომ ის ევროპის წარმომადგენელია“, - აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“. ამის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →უფლება →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი