
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს - დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა. პირველადი შეფასებით, ადგილზე ახალი გააქტიურების კერები არ შეინიშნება, მდინარე დაუბრკოლებლად გაედინება.
როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის რაიმე შეგუბება არ არსებობს. გეოლოგების თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. სოფელ საყდრის მიმდებარედ აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გახსნილია გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
„გეოლოგებმა დაათვალიერეს ის კერები, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა. მათი მხრიდან გვაქვს სიტყვიერი რეკომენდაცია, რომ მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საფრთხეს არ არის. ასევე გაცემულია სიტყვიერი რეკომენდაცია, რომ პროცესი იქნება მართვადი“, - აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge