
ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ
ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
ახალი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
„ხიდზე არსებული პრობლემის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმირებული იყო, რის გამოც რამდენიმე თვის წინ დაიწყო ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება. პროექტი უკვე დამუშავებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესაბამისი სატენდერო პროცედურები“, - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა.
საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
იმედი
წყარო: imedinews.ge