მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Let's Visit Georgia - ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
Let's Visit Georgia - ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

Let's Visit Georgia - ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა Let’s Visit Georgia მოამზადა.

კამპანია, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემა და 7 ვიდეორგოლი, RTL 4-თან ერთად, ნიდერლანდებში პოპულარული ონლაინპლატფორმა Videoland-ითა და სოციალური ქსელებით გავრცელდა. გადაცემის დამატებითი ჩვენების შემდეგ მას, ჯამურად, მილიონამდე მაყურებელი იხილავს.

ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობდა.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, ღვინო, კერძები და ტურისტული ადგილები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი