მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან არველაძე: რამდენიმე წლის წინ ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ ხუთი ლოკაცია კონკრეტულად ამ მიზნისთვის, რომ იქ განხორციელებულიყო საპარკინგე სივრცეების შექმნა. სამწუხაროდ, ბიზნესმა ამაში მონაწილეობა არ მიიღო
ლევან არველაძე: რამდენიმე წლის წინ ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ ხუთი ლოკაცია კონკრეტულად ამ მიზნისთვის, რომ იქ განხორციელებულიყო საპარკინგე სივრცეების შექმნა. სამწუხაროდ, ბიზნესმა ამაში მონაწილეობა არ მიიღო

ლევან არველაძე: რამდენიმე წლის წინ ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ ხუთი ლოკაცია კონკრეტულად ამ მიზნისთვის, რომ იქ განხორციელებულიყო საპარკინგე სივრცეების შექმნა. სამწუხაროდ, ბიზნესმა ამაში მონაწილეობა არ მიიღო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საპარკინგე სივრცეების მშენებლობაზე არ მუშაობს.

როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, ეს არასწორი შეფასებაა და უკვე რამდენიმე წელია თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად ცდილობს ითანამშრომლოს ბიზნესთან ამ საკითხზე.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ ხუთი ლოკაცია კონკრეტულად ამ მიზნისთვის, რომ იქ განხორციელებულიყო საპარკინგე სივრცეების შექმნა. პირველი წინადადება იყო, რომ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გადავცემდით მუნიციპალურ ქონებას. სამწუხაროდ, ბიზნესმა ამაში მონაწილეობა არ მიიღო. შემდეგ შევთავაზეთ, რომ უსასყიდლოდ გადავცემდით ამ კონკრეტულ ტერიტორიებს. ის ლოკაციები, რომლებიც გამოვიტანეთ აუქციონზე, შერჩეული იყო სატრანსპორტო კვლევაზე დაყრდნობით, სადაც იყო მითითებული, რომ იქ საჭირო იყო საპარკინგე სივრცეების მოწყობა. ჩვენ მზად ვართ, რომ კონკრეტულად ის არეალები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ იყო აუქციონზე გამოტანილი, თქვენთან ერთად ხელახლა განვიხილოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ამიტომ არასწორია იმის განცხადება, რომ ჩვენ ამაზე არ გვიმუშავია“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ დედაქალაქში, კონკრეტულად ცენტრალურ არეალებში, თითქმის არ არსებობს მუნიციპალური ქონება.

„ცენტრალურ არეალებში, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ, თითქმის არ არსებობს მუნიციპალური ქონება. თუ მუნიციპალიტეტი ფლობს მიწის ნაკვეთს, იქ არის ან პარკი, ან პარკთან მისასვლელი გზა. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხის დაყენება არასწორია“, - დასძინა ლევან არველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →ბიზნესის →შექმნა →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი